კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ომარ კელაპტრიშვილი (1943-1992) –
მუსიკოსი.
1971–1972წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში(ფლეიტის კლასი); მან რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე ოქროსა და I ხარისხის მედალი დაიმსახურა; ანსამბლ “რუსთავის დაარსებიდან”, მისი ღირსეული და უცვლელი წევრი, ანსამბლის ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი იყო; სალამურზე მაღალი ოსტატობით უკრავდა ქართველ და სხვა კომპოზიტორთა რთულ მუსიკალურ ნაწარმოებებს; მან გააფართოვა სალამურის რეპერტუარი და აღმოაჩინა ამ საკრავისათვის მანამდე უცნობი შესაძლებლობები; მას ყველგან ვირტუოზი შემსრულებლის სახელით ამკობდნენ; მან დააარსა ანსამბლი “იავნანა”, რომელსაც შემდგომში მის პატივსაცემად “კელაპტარი” დაერქვა; მოგზაურობდა საქართველოს ყველა კუთხეში და აგროვებდა ფოლკლორულ მასალებს; მას დიდი წვლილი მიუძღვის ეროვნული ინსტრუმენტული კულტურის განვითარებაში, მისი დამსახურებაა, რომ ქართულმა სალამურმა მთელი მსოფლიო მოიარა; საერთაშორისო ფესტივალების(1970, ქ. კონფოლანი, საფრანგეთი, 1980, 1990, ქ. კიოლნი, გერმანია) ლაურეატი, პირველი ადგილი და ოქროს მედალი; მის პატივსაცემად კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა; თბილისში, საცხოვრებელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, აქვე აღმართულია ბიუსტი.
დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

«სალამურს ენა ჩავუდგი,
ბულბულის ყელის დარადა,
სული ჩავბერე ამღერდა
ქართველთა გასახარადა,
ღმერთო ეს ჰანგი მიკურთხე,
მიცოცხლე აწ და მარადა».
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments