კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ომარ ჭკადუა (1949-2020) –
მედიცინის დოქტორი, სპორტის ოსტატი სამბოსა და თავისუფალ ჭიდაობაში.
ომარ ჭკადუა 12 წლის განმავლობაში თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგი იყო, მოგვიანებით კი მშობლიურ მესტიას დაუბრუნდა და ადგილობრივ საავადმყოფოში განაგრძო მოღვაწეობა.
12 ათასზე მეტი წარმატებული ოპერაცია და უამრავი გადარჩენილი პაციენტი – ასეთია ომარ ჭკადუას კარიერა.
დაკრძალულია მესტიაში.
საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გაზდელიანმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments