ორდე დგებუაძე (დ. 5 სექტემბერი, 1905, ანაკლია,ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ნოემბერი, 1963, თბილისი) — მწერალი. 1923 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ზუგდიდში, რის შემდეგაც გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო კინოსტუდიაში. სამწერლო ასპარეზზე გვიან გამოვიდა. თითქმის ორმოც წელს იყო მიტანებული როცა გამოაქვეყნა პირველი წიგნი „დამნაშავენი“. მას ზედიზედ მოჰყვა მოთხრობები და რომანები: „მეორედ დაბადება“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „უცნობი მეგობარი“, „ოთხი სიცოცხლე“, „დიდ გზაზე“, „ღვთისმშობლის მოტაცება“, „ჩაძირული თოლია“, „განთიადის დედოფალი“, „მგლის ბილიკი“ და სხვა, აგრეთვე კინოსცენარი „მე ვიტყვი სიმართლეს“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ჩვენში, ასევე საკავშირო ეკრანებზეც. ორდე დგებუაძემ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართული დეტექტიური ჟანრის განვითარებაში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

