კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოსკარ შმერლინგი (დ. 13 ივლისი [ ძვ. სტ. 1 ივლისი] , 1863, თბილისი, ― გ. 2 იანვარი, 1938, თბილისი) –
გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი., ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან), მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“ და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი („მეზურნეები“, „ორი ქალაქელი“, კერძო კუთვნილება) და სხვა.
დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მასთან ერთად დაკრძალულია რენე შმერლინგი (1901-1967)  – გერმანული წარმოშობის ქართველი ხელოვნების ისტორიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 1941 წლიდან იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. მან ფუძემდებლური ნაშრომები შექმნა შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და ხუროთმოძღვრული დეკორის, ძველი ქართული ქანდაკების, ხელნაწერი წიგნის მხატვრული მორთულობის შესახებ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments