კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ანჯაფარიძე (დ. 12 თებერვალი, 1920, ბათუმი-1996) –
ვირუსოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1967), რუსეთის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1998).
1943 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1943-1946 წლებში იყო ბათუმის სანეპიდსადგურის მთავარი ექიმი. 1946-იდან მუშაობს მოსკოვის სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1963-1965 წლებში სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ბაქტერიული და ვირუსული პრეპარატების წარმოების მთავარი სამმართველოს უფროსია. 1958-1963 და 1965 წლიდან განაგებს მოსკოვის ვირუსული პრეპარატების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელია. შეისწავლის ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და პოლიომიელიტის, ცოფის, ენცეფალიტის, წითელას, ყვავილისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა საწინააღმდეგო ვაქცინების წარმოების მეცნიერულ საფუძვლებს; იკვლევს ვირუსული ინფექციის ქრონიკული ფორმების ჩამოყალიბების უჯრედოვან მექანიზმს, ადამიანის ლევკოზის ვირუსულ ეტიოოგიას და კანცეროგენეზის მექანიზმს. სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინებისა და შრატების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, უჯრედთა კულტურების საერთაშორისო კომიტეტის წევრი და საერთაშორისო ჟურნალ “Acta virologica”-ს თანარედაქტორი, 1990 წლიდან – “Вопросы вирусологии” -ს მთავარი რედაქტორი.
დაკრძალულია მოსკოვში, ტრეოკუროვოს სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments