კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ბაკურაძე (დ. 14 იანვარი, 1926, თელავი — გ. 22 აგვისტო, 1986, თბილისი) – ქართველი ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1968), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982). 1949 წელს დაამთავრა თსუ ფილოსოფიის ფაკულტეტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი და განყოფილების გამგე (1949-1970), ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1970-1978), ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორი (1978-1986), თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ფილოსოფიის კათედრის გამგე (1986). მოღვაწეობის ძირითადი სფეროები – დიალექტიკური მატერიალიზმი, ისტორიული მატერიალიზმი, ფილოსოფიის ისტორია და ეთიკა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments