კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ბურჯანაძე (დ. 26 აგვისტო, 1923, ჭიათურა — გ. 25 სექტემბერი, 1975, თბილისი) –
ექიმი, ქირურგი, პროფესორი (1973), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1990), სტალინის სახელობის სტიპენდიატი, საქართველოს ქირურგიული სამეცნიერო საზოგადოების წევრი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1946 წელს. იმავე წლიდან ამავე ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ქირურგიულ კლინიკის უფროსი ლაბორანტი, შემდეგ ორდინატორი, პარალელურად აქვე კითხულობს ლექციებს ქირურგიაში. 1949 წლიდან საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1956 წლიდან ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;
1955-1956 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მე-4 სამმართველოს საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ორდინატორი; 1962 წელს მივლინებით გააგზავნეს ბრატისლავის კომენსკის სახელობის მე-2 ქირურგიულ კლინიკაში აკადემიკოს კოროლ შიშკასთან, სადაც სრულყოფილად აითვისა ექსტრაკორპორალური სისხლის მიმოქცევის პირობებში გულზე ოპერაციების წარმოების მეთოდები და ხელოვნური სისხლის მიმოქცევის აპარატის მუშაობის პრინციპები; 1966 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის გულმკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე, 1959 წელს აირჩეს უფროსი მეცნიერ თანამშრომლის სამეცნიერო წოდებაში. 1962 წელს პირველმა საქართველოში „მშრალ გულზე“ წარმატებით ჩაატარა ოპერაცია ჯერ ექსპერიმენტულად, ხოლო შემდეგ კლინიკის პირობებში.
იგი არის 7 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, აგრეთვე 100-მდე სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 4 სახელმძღვანელო და 6 მონორგაფიის ავტორი.
დაკრძალულია საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments