ოთარ ჩხეიძე (დ. 28 ნოემბერი, 1920, სოფ. ყელქცეული, გორის რაიონი — გ. 2007, თბილისი) – მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1938 წელს თბილისში დაამთავრა საშუალო სკოლა. 1942 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. ერთხანს მასწავლებლობდა სოფლად. 1948 წლიდან ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, 1949 წლიდან — გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. 1949—1971 წლებში იყო გორის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის, 1971—1980 წლებში — უცხოური ენებისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. 1950—1951 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანია და „მნათობის“, „ცისკრის“ და „ლიტერატურული საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი 40-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

