ოთარ ფაცაცია (დ. 15 მაისი, 1929, სოფელი ინგირი, ზუგდიდის რაიონი — გ. 9 დეკემბერი, 2021) – საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1993-1995 წლებში. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა ლენინგრადის ცელულოზისა და ქაღალდის მრეწველობის ინსტიტუტი 1955 წელს, ასპირანტურა 1970 წელს. 1956-1958წწ. ენგურქაღალდკომბინატის ნორმადარი, საგეგმო განყოფილების ინჟინერ-ეკონომისტი, ქაღალდის წარმოების ინჟინერი, საფაბრიკო კომიტეტის თავმჯდომარე; 1959-1963წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის რაიონული კომიტეტის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1963-1965წწ. საქართველოს კომპარტიის ზუგდიდის სამრეწველო-საწარმოო ზონის პარტკომის მდივანი, მეორე მდივანი; 1965-1984წწ. ენგურქაღალდკომბინატის დირექტორი; 1984-1992წწ. საწარმოო გაერთიანება “საქქაღალდმრეწვი”-ს გენერალური დირექტორი; 1992-1993წწ. ზუგდიდის გამგებებლი; 1993 წ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №67 ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან. დაკრძალულია ზუგდიდში,სოფ.ინგირი. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ოთარ ჭითანავამ.

