კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ღუდუშაური (1925-1991) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე, ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაციის წევრი. დაამთავრა ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს. 1949-1952წწ. მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ, 1952-1970წწ. მოსკოვში; საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პარალელურად, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე; 1972-1975წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი; საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა; დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები – შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments