კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ იოსელიანი (დ. 2 თებერვალი, 1934, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 2023, თბილისი) – კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), 1961 წელს დაამთავრა საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (რუს. ВГИК), 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, 1956–1959 წლებში მემონტაჟედ, 1959– 1961 წლებში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. 1984 წლიდან ცხოვრობდა საფრანგეთში, სადაც ემიგრაციაში წავიდა საბჭოთა ცენზურასთან პრობლემების გამო. აქ გადაიღო დოკუმენტური და მცირემეტრაჟიანი ფილმები. გარდაიცვალა 2023 წლის 17 დეკემბერს, 89 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments