ოთარ ქინქლაძე (1922-1992) – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, 1963-1965წწ. საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი; 1971-1973წწ. შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორი; 1976-1986წწ. საქართველოს განათლების მინისტრი; 1986-1991წწ. ჟურნალ “დროშის” მთავარი რედაქტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1946 წელს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ იწყებს აქტიურ ორგანიზაციულ, სამეცნიერო-პედაგოგიურ და ჟურნალისტურ საქმიანობას; 1947-1950წწ. იყო თბილისის საქალაქო ორგანიზაციის მდივანი სკოლის დარგში; 1950-1953წწ. ქალაქის ერთ-ერთი რაიონის განათლების განყოფილების გამგე; 1953-1955წწ. გაზეთ “სახალხო განათლების” რედაქტორის მოადგილე; 1955-1960წწ. გაზეთ “მოლოდოი სტალინეცის” რედაქტორი; 1960-1963წწ. მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგის მოადგილე. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა ახალ პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია მეუღლე – ჟუჟუნა ჩახუნაშვილი (1929-2004) – მუსიკოსი, პედაგოგი. საფლავის ფოტო მოგვწოდა ბატონმა დავით ქინქლაძემ.

