ნოდარ კობერიძე (დ. 5 აგვისტო, 1950, თბილისი — გ. 3 ნოემბერი, 2022) –
მწერალი და პუბლიცისტი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი (1991-2022), ნიკო ნიკოლაძის (2010), დავით აღმაშენებლის (2013), ნიკო ლორთქიფანიძისა (2013) და ილია ჭავჭავაძის (2015) სახელობის პრემიების ლაურეატი.
დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს. 80-იანი წლების მიწურულს ნოდარ კობერიძის ნაწერების აქტიური თარგმნა და გავრცელება დაიწყო სხვადასხვა ენებზე.
დაკრძალულია თბილისში, მახათას პანთეონში.

