კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ კუპრავა (1925-1977) –
მთარგმნელი, მწერალი, პოეტი.
დაამთავრა მოსკოვის მ. გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი 1952 წელს. პირველი ლექსი 1940 წელს გამოაქვეყნა, პირველი წიგნი – ”ლექსები”(1946); მისი პოეტური კრებულებია: ”ლექსები”(1952), ”ნაცრისფერი ყაბალახი”(1966), ”მგზავრული”(1976), ”მაღალი მთები დაუთოვია” და სხვა. მისი რომანი ”ლურჯი იების ზღაპარი”(1972) ასახავს ქართული სოფლის ცხოვრებას; რომანი ”სირიაჩქონის ტყის სიზმარი” (1977) მიეძღვნა ქართული კომკავშირული ორგანიზაციის ”სპარტაკის” მოღვაწეობას. ნათარგმნი აქვს ნ. ტიხონოვის, ა. სურკოვის, ა. სოფრონოვის, მ. ქარიმის, კ. ხეთაგუროვის, მ. ლასურიას და სხვათა ნაწარმოებები.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments