ოთარ ლორთქიფანიძე (დ. 30 ოქტომბერი, 1930 — გ. 19 მაისი, 2002)
არქეოლოგი, ანთროპოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელი.
1957 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1972 წლიდან იყო ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში. 1977 წლიდან ხელმძღვანელობდა მისივე ინიციატივით შექმნილ არქეოლოგიური კვლევის ცენტრს. 1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

