კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ნაჭყებია (1925-1994) – გენერალ-მაიორი, დივიზიის მეთაურის მოადგილე (1966), ამიერკავკასიის ზურგის უფროსის მოადგილე (1985), დაჯილდოებულია 4 ორდენით და 16 მედლით. დაიბადა ბათუმში. დაამთავრა იქვე მე-4 ქართული სკოლა.1943 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიაში. მონაწილეობდა 1941-45 წლების დიდ სამამულო ომში. ომის დროს დაამთავრა კრასნოდარის მეტყვიამფრქვევთა სამხედრო სასწავლებელი. 1944 წლიდან მსახურობდა 1-ი გვარდიული არმიის ჩერნიგოვის 211-ე მსროლელი დივიზიის გორლიცკის 887-ე მსროლელ პოლკში.იმავე 1944 წელს, მონაწილეობდა ბრძოლაში სანდომირის პლაცდარმისათვის. ანთავისუფლებდა ჩეხოსლოვაკიას, იბრძოდა კარპატებში. 1945-49 წლებში მსახურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქში. 1949 წლიდან მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში. 1952 წელს დაამთავრა ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია. 1966 დაინიშნა დივიზიის მეთაურის მოადგილედ ზურგის დარგში. 1966-71 წლებში მსახურობდა საბჭოთა ჯარების ჯგუფში უნგრეთის სახალხო რესპუბლიკაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ზედა პანთეონში, წმ.გიორგის ეკლესიის ეზოში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments