კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ ონიაშვილი (დ. 13 მაისი, 1915, თბილისი — გ. 14 აგვისტო, 1968, იქვე)
მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.
1935 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1936-1944 წლებში მუშაობდა მოსკოვისა და თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და სამშენებლო ორგანიზაციებში. 1947 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკისა და კონსტრუქციების განყოფილებას.
ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხლების გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი აღმასკომის წევრი, ქართული ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და მყარი სხეულის მექანიკის მიღწევების, ინგლისური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments