კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ოთარ თაქთაქიშვილი (დ. 27 ივლისი, 1924, თბილისი — გ. 21 თებერვალი, 1989, იქვე)
კომპოზიტორი; სსრკ-ის სახალხო არტისტი (1974), ლენინური პრემიის ლაურატი (1982), სსრკ-ის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი (1951, 1952, 1967). მას ეკუთვნის საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი, რომელიც ჯერ კიდევ თბილისის კონსერვატორიის სტუდენტობისას დაწერა.
დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1947 წელს. 1947–1952წწ. იყო საქართველოს საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, 1952–1956წწ. სამხატვრო ხელმძღვანელი; 1959 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(1966 წლიდან – პროფესორი), ხოლო 1962–1965წწ. რექტორი; 1965 წლიდან საქართველოს კულტურის მინისტრი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments