ოთარ ჭილაძე (დ. 20 მარტი, 1933, სიღნაღი — გ. 1 ოქტომბერი, 2009, თბილისი) – მწერალი, პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1958-1964წწ. მუშაობდა ჟურნალ “ცისკარში”, 1973-1981წწ. ჟურნალ ”საბჭოთა ხელოვნების’’ მთავარი რედაქტორად, 1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდება მსოფლიოს მრავალ ენაზე. მისი სცენარის მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმი “ლონდრე”, 1965 წელს. ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა 2009 წელს. დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონში.


