ოტია პაჭკორია (დ. 5 იანვარი, 1928, თბილისი — გ. 25 ოქტომბერი, 1984) –
კრიტიკოსი და ესეისტი.
თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, როცა მისი და მისი მეგობრების პატრიოტული შემართება დანაშაულად შეფასდა მავანთა მიერ და ჭაბუკები შორეთს გაუყენეს. ოტიას გზა სამშობლოსაკე 8 წელი გრძელდებოდა და მხოლოდ 1956 წელს დაუბრუნდა იგი მშობლიურ უნივერსიტეტს და ფილოლოგიის ფაკულტეტი 1959 წელს დაამთავრა. ოტია პაჭკორია ოც წელზე მეტ ხანს მუშაობდა „ცისკარსა“ და „მნათობში“, სადაც სულ უფრო ხვეწდა თავის მაღალ ლიტერატურულ გემოვნებას და სხვებსაც უშურველად უზიარებდა საკუთარ გამოცდილებას. მას ჰქონდა დაწერილი ნარკვევები: სერვანტესის, სტენდალის, ვაჟას, პუშკინის, ტოლსტოისა და სხვათა შემოქმედებაზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

