კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პაატა დათუაშვილი (დ. 5 აგვისტო, 1954, ყვარელი, — გ. 25 იანვარი, 1995, მოსკოვი) – გენერალ-მაიორი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. დაამთავრა თბილისის უმაღლესი სამხედრო–საარტილერიო სამეთაურო სასწავლებელი (1975), მოსკოვის სამხედრო–საარტილერიო აკადემია (1988). 1975–1985 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა ბელორუსიის სამხედრო ოლქში, გერმანიაში საბჭოთა ჯარების ჯგუფში, თურქმენეთის სამხედრო ოლქში, ავღანეთში. 1988–1990 ბაიკალისპირეთის სამხედრო ოლქში მეთაურობდა რეაქტიულ დივიზიონს. 1990-იანი წლების დასაწყისში მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღების ჩამოყალიბების პროცესში. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული გვარდიის არტილერიის უფროსად. 1992 წლიდან იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 1992–1993 წლებში — მე-2 მექანიზებული კორპუსის მეთაური. მონაწილეობდა აფხაზეთის ომში. 1993–1994 წლებში იყო შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის გენშტაბის აკადემიაში. დაიღუპა იქვე ტერორისტული აქტის დროს. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონთან, წმ. გიორგის ეკლესიის მარცხენა მხარეს.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments