კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პაატა კოღუაშვილი (დ. 5 სექტემბერი, 1956, ქუთაისი — გ. 7 ოქტომბერი, 2024) – ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი – საარჩევნო ბლოკი: “საქართველოს სახალხო ფრონტი”. 1991 წლის 9 აპრილს ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1978–1988 წლებში იყო ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო აგროსამრეწველო კომიტეტის მთავარი სამმართველოს წამყვანი ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი, 1989 წლიდან იყო საქართველოს კოლმეურნეობათა საბჭოს გლეხურ/ფერმერულ/ მეურნეობათა სექტორის უფროსი.  1992-1995 წწ. – საქართველოს მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე აგრარულ საკითხებში; საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს სახალხო ფრონტი“. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე, “მერსედესის ცენტრის” წინ. საფლავის ფოტო მოგვაწოდა პროფესორმა ნიკო ჩიხლაძემ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments