კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პალიკო კინტრაია (1933-2019) –
საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1963-1966 წლებში პალიკო კინტრაია მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი იყო. 1980 წელს დაინიშნა აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, 2002 წლიდან გარდაცვალებამდე კი ინსტიტუტის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა. 1977-1986 და 1997-2005 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი მეან-გინეკოლოგი.
დაკრძალულია თბილისში,საბურთალოს სასაფლაოზე.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments