კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პავლე კანდელაკი (დ. 29 იანვარი, 1900, დაბა აბაშა — გ. 18 აგვისტო, 1968, თბილისი) –
მსახიობი, ხელოვნების და კულტურის მოღვაწე, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
1920 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსტიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, 1922 წელს გადადის ა. ფაღავას დრამატულ სტუდიაში, რომლის დამტავრების შემდეგ 1924-1930 წლებშირუსთაველის თეატრის მსახიობია. ამავე დროს ვოკალური ხელოვნებას ეუფლება ო. შულგინას ხელმძღვანელობით თბილისის კონსერვატორიაში მონაწილეობს დრამატულ და საოპერო სპექტაკლებში. ბრუნდება უნივერსიტეტში და 1931 წელს ამტავრებს იურიდიულ ფაკულტეტს. 1930 წელს პ. კანდელაკი ადმინისტრაციულ სამშაოზეა. საქფილეგთის დირექტორი, ხელოვნების სამმართველოს უფროსის მოადგილე, კულტსაგანამანათლებლო დაწესებულებათა საქმეთა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე. 1951-1952 წლებში პარალელურად ასრულებდა ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოვალეობას. შემდეგ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1956 წლიდან გრიბოედოვის თეატრის დირექტორია. ამ პერიოდში პ. კანდელაკი საქართველოს კინემატოგრაფიის, შემდეგ კულტურის მინისტრის მოადგილეცაა. 1962 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments