კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პავლე შენგელია (დ. 25 მარტი, 1903, ქუთაისი — გ. 26 მაისი, 1971, თბილისი)
ინჟინერ-ენერგეტიკოსი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი
1922 წლიდან იყო რიონჰესის მშენებლობის სამმართველოს საპროექტო განყოფილების ტექნიკოსი, შემდეგ ინჯინერი და უფროსი ინჟინერი. აქ მან შეადგინა რიონის კომპლექსური გამოყენების ახალი, უფრო სრულყოფილი სქემა, რაც წარმოადგენდა გამოჩენილი გერმანელი სპეციალისის ა. ლუდინის მიერ შედგენილ რიონის გამოყენების სქემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
1932 წელს პ. შენგელიამ მუშაობა დაიწყო ჰიდროენერგეტიკის საპროექტო ინსტიტუტის თბილისის ფილიალში ჯერ უფროს ინჟინრად, შემდეგ ჰესების დაპროექტების ბიუროს მთავარ ინჟინრად. მისი უშუალო ხელმძღვანელობით დამუშავდა მრავალი ათეული სქემა ამიერკავკასიის მდინარეებზე.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments