კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პავლე ჭავჭავაძე (1899-1972)
ქართული წარმომავლობის ამერიკელი მწერალი.
1917 წელს დაამთავრა გიმნაზია. პეტერბურგიდან მამასთან წინანდალში ორჯერ იყო ჩამოსული. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი ინგლისში გადასახლდა. დაამთავრა ტრინიტი კოლეჯი; 1922 წელს ლონდონში დაქორწინდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ნინა გიორგის ასულ რომანოვაზე; 1924 წელს შეეძინათ დავითი; 1926 წელს პავლე ჭავჭავაძე ცოლ-შვილით ინგლისიდან აშშ-ში გადასახლდა და ამერიკის მოქალაქეობა მიიღო; მეორე მსოფლიო ომის წლებში მაიორის ჩინით მსახურობდა აშშ-ს არმიაში. წერა მოგვიანებით, 50 წლის ასაკში დაიწყო. პირველი რომანი — “საოჯახო ალბომი” ავრტობიოგრაფიული ხასიათისაა; 1952 წელს გამოქვეყნდა რომანი “მთები ალაჰისა”, რომელმაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და პოპულარობაც მოიპოვა; 1955 წელს გამოქვეყნდა რომანი “მამა ვიკენტი”; 1966 წელს ოქტომბრის რევოლუციის შესახებ გამოსცა წიგნი “რამეთუ იდგა შავბნელი ღამე”.
დაკრძალულია მასაჩუსეტში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments