პავლე ხუჭუა (1905-1986) – კომპოზიტორი, მუსიკოსი. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1930 წელს (ეკონომიური), ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია 1937 წელს (ისტორიულ–თეორიული). 1937–1938წწ. იყო ქ. ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის და სკოლის დირექტორი; 1937-1976წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლექტორი; 1938 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1938–1939წწ. სასწავლო და სამეცნიერო ნაწილის დირექტორის მოადგილე, 1939–1945წწ. თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, 1980 წლიდან პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

