კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პეტრე გამყრელიძე (დ. 3 მაისი/16 მაისი, 1903, სომიწო, ონის მუნიციპალიტეტი — გ. 7 ივლისი, 1979, თბილისი)
ინჟინერ-გეოლოგი. საქართველოსა და კავკასიის რეგიონული გეოლოგიისა და ტექტონიკის სპეციალისტი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).
1930 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და იქვე დაიწყო მუშაობა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრაზე. 1934 წლიდან დოცენტი, 1937 წლიდან კათედრის გამგე, 1948 წლიდან გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
1928 წლიდან მუშაობს საქართველოს გეოლოგიურ აგეგმვაზე. 1933 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტშია.
გამყრელიძის უმნიშვნელოვანესი შრომები ეხება საქართველოსა და ყოფილი სსრკ სამხრეთ რაიონების ალპური ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონიკის ძირითად პრობლემებს. მას ეკუთვნის საქართრველოს გეოტექტონიკური დარაიონების აღიარებული სქემა. 1971 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური საზოგადოების წევრი.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments