პეტრე მშვენიერაძე (დ. 24 მარტი, 1929, თბილისი, — გ. 3 ივნისი, 2003, მოსკოვი)
წყალბურთელი. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.
მან საბჭოთა კავშირის სახელით მონაწილეობა მიიღო 1952, 1956 და 1960 წლების ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში.
1952 წელს მონაწილეობა მიიღო წლის მსოფლიო ზაფხულის ოლიმპიადის წყალბურთის შეჯიბრში რომელშიც საბჭოთა კავშირმა მეშვიდე ადგილი დაიკავა. ითამაშა გამართულ ცხრავე მატჩში და გაიტანა ერთი გოლი. ოთხი წლის შემდგომ გამართულ ოლიმპიადაზე მან მოიპოვა ბრინჯაოს მედალი და საბჭოთა გუნდთან ერთად დაიკავა მესამე ადგილი. მონაწილეობა მიიღო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ შვიდსავე მატჩში. 1960 წელს გამართულ თამაშებზე საბჭოთა კავშირის წყალბურთელთა გუნდი დამარცხდა ფინალში და დაიკავა მეორე ადგილი, პეტრე მშვენიერაძემ კი მოიპოვა ვერცხლის მედალი. ამ ოლიმპიადაზეც მან ითამაშა ყველა (შვიდ) მატჩში და საერთო ჯამში მოწინააღმდეგის კარში გაიტანა 5 გოლი.
დაკრძალულია მოსკოვში.

