პეტრე ქომეთიანი (1901-1984)
ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1924 წელს.
1924-1927წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ცხოველთა კვების კათედრის ქიმიკოს-ასისტენტი; 1930 წელს მიიწვიეს დოცენტად უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, სადაც იგი 1934 წლამდე ბიოქიმიის კურსს კითხულობდა; 1932-1946წწ. პედაგოგიურ და კვლევით მუშაობას ეწეოდა საქართველოს ზოოტექნიკურ-ვეტერინარულ ინსტიტუტში; პარალელურად მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბიოქიმიის კურსის წასაკითხად და უნივერსიტეტთან არსებული ექსპერიმენტული ბიოლოგიის ინსტიტუტში ბიოქიმიური ლაბორატორიის შესაქმნელად;
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

