კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პეტრე სარაჯიშვილი (1894-1984)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1936), პროფესორი(1937), ნევროპათოლოგი, სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი.
დაამთავრა ნოვოროსიის(ოდესა) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1917 წელს. 1920 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნერვულ სნეულებათა კლინიკაში. 1924–1925 წლებში სამუშაოდ მივლინებული იყო მოსკოვში, ხოლო 1927–1928 წელს–საფრანგეთში. 1937-1961 წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნევროპათოლოგიის კათედრას. 1958 წლიდან ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს.
დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments