პეტრე სოხაძე (1909-1968) –
მეწარმე, რამდენიმე გამოგონების ავტორი, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მონოგრაფია “ქართული მარკიანი ღვინოების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებები”.
დაიბადა 1909 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ ნიკორწმინდაში, სასულიერო პირის ოჯახში.
1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მებაღე-მევენახე აგრონომის სპეციალობით. 1930 წლიდან 1967 წლამდე მუშაობდა: საქართველოს მიწსახკომში აგრონომ-ინსტრუქტორად; “საქჩაის” ტრესტის უბნის აგრონომად ქ. ოზურგეთში; სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო ორგანიზაციებში აგრონომ-ინსტრუქტორად, აგრო საწარმოო განყოფილების გამგედ; ბოლნისის ღვინის ქარხნის დირექტორად; სამტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსად; საქართველოს “პურტრესტის” მმართველად, შემდეგ “ლიმონტრესტის” მმართველად; “სამტრესტი”–ს მმართველად; დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის დირექტორად. 1967 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე, მუშაობდა მებოსტნეობა-მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტრესტის მმართველად. მისი ხელმძღვანელობით ქართულმა ღვინოებმა მრავალი საერთაშორისო ჯილდოები მოიპოვა. 1961 წელს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს დამსახურებული აგრონომის საპატიო წოდება. დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ორდენებით და მედლებით, მათ შორის ორი ლენინის ორდენით.
პეტრე სოხაძე 1968 წელს გარდაიცვალა ქ. ლენინგრადში. დაკრძალულია ქ. თბილისის საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
