პეტრე უბერი (1908-1985)
ცნობილი პედიატრი. საქართველოს დამსახურებული ექიმი
1928 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. ჯერ კიდევ სტუდენტი, ორი წელი ლაბორანტად მუშაობდა დედათა და ბავშვთა ჯანდაცვის კვლევით ინსტიტუტში, სადაც პროფესიული ნათლობა მიიღო. უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მშობლიურ ზუგდიდს მიაშურა და პოლიკლინიკაში პედიატრად დაიწყო მუშაობა. ასე გახდა ახალგაზრდა პეტრე უბერი ზუგდიდის რაიონის პირველი პედიატრი.
იმ პერიოდში საბჭოთა მედიცინა უწყვეტი სამედიცინო განათლების პრინციპებით ხელმძღვანელობდა. პეტრე უბერიც 1938 წელს კოლეგებთან ერთად დახელოვნების მიზნით საქართველოდან მივლინებულ იქნა ქალაქ ლენინგრადში (ამჟამად – სანკტ-პეტერბურგი), სახელგანთქმული აკადემიკოსების ვ. მასლოვისა და ა. ტურის კლინიკაში. იმავე წელს, მისი ინიციატივით, ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გაიხსნა ბავშვთა განყოფილება, რომელსაც თვითონვე ჩაუდგა სათავეში და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
დაკრძალულია ზუგდიდში.
