კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

წმ. პეტრე აღმსარებელი (პეტრე ხმალაძე) –
XIX საუკუნეში სამხრეთ საქართველოში მოღვაწე მღვდელი.
ღვდლად ხელდასხმულ იქნა 1801 წელს და დაინიშნა ბარალეთის ფერისცვალების ეკლესიაში.
მამა პეტრე ხმალაძე ღრმად მოხუცებულობამდე აღასრულებდა მღვდელმსახურებას. ის მსახურობდა აგრეთვე ტოლოშის თეოდორე ტირონის ეკლესიაში, საიდანაც 1848 წელს პირადი განცხადებით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო განთავისუფლდა და გადაყვანილ იქნა იმავე ეკლესიაში მედავითნედ. მღვდელი პეტრე ხმალაძე თავისი ცხოვრების წესით და მოღვაწეობით ქრისტეს ერთგული მოწაფის ჭეშმარიტი მაგალითია.
გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული, 80 წლის ასაკში. დაკრძალულია ახალქალაქში.
“ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს… ერთგული წინამძღვარი” …. “ლოდსა ქუჱშე ამის მდებარე არს გვამი მღ(უდლ)ის პეტრე ხმალაძისა, რ(ომელი)ცა ჟამსა მახმედიანთაგან ქრ(ისტიან)ეთა დევნულებისა [ი]ყო შეძლებისამებრ შემვლელი, და რუსეთის მთავრობის მოს[ვ]ლ[ა]სა, ძველთა ქ(რისტ)იანეთა ეკლესი[ი]ს შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი.
აღმ[ო]მკითხველთაგან შენდობისა არს მ[ო]ქენე, რათა თქ[ჳნ]ც დღესა განკითხვისას მიემთხვინეთ შენდობასა. გარდაიცვალა წლისა 90-სა. სახსოვარი ესე აღაგეს მისთა მმადლობელთა შვილთა”.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments