კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პეტრე ხვედელიძე (დ. 25 ივნისი, 1918, — გ. 27 მარტი, 2014)
ქართველი ჟურნალისტი და სამხედრო პირი.
დაიბადა თბილისში. 1939 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნდა. 1940 წელს ჩაირიცხა პოლკის ასეულის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 12 ივლისიდან 9 თვე გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. ტყვეობის შემდეგ პეტრე ხვედელიძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ უფიქრია. 1942 წლის გაზაფხულზე იგი აიყვანეს ბრანდერბურგის სასწავლო პოლკში მოხალისედ, ამავე წლის აგვისტოში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილიდან გადაიყვანეს ქართულ ლეგიონში, რომელიც იმავე წლის გაზაფხულზე გაგზავნეს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ კასტრში. აგვისტოს თვეში ლეგიონი შარლ დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. 1951 წელს როგორც ინვალიდი გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან. 1955 წელს იგი ამთავრებს ელექტრონიკის ტექნიკურ სასწავლებელს და ერთი წელი მსახურობს რადიოაპარატურის დამამზადებელ ფრანგულ კომპანიაში. ამერიკაში ათი წლის მანძილზე ცხოვრობდა ნიუ–იორკში, სადაც დაამთავრა ამერიკის რადიოკორპორაციის ტექნიკური სასწავლებელი. 1985 წლის ივნისის თვიდან პეტრე ხვედელიძე პენსიაზე გავიდა, უხუცესი ქართველი ემიგრანტი ვაშინგტონში ცხოვრობდა და მემუარებს წერდა.
2014 წლის 27 მარტს პეტრე ხვედელიძე ამერიკაში გარდაცვალა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments