კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პიერ კობახიძე (დ. 29 ივნისი, 1906, ზუგდიდი — გ. 17 აგვისტო, 1963, სოხუმი) –
 მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
1924 წელს დაამთავრა აკაკი ფაღავას სტუდია და ნიჭიერი ახალგაზრდა ჩარიცხეს რუსთაველის სახელობის თეატრში, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. შემდეგ დიდმა რეჟისორმა თავის მიერ შექმნილ თეატრში მიიწვია და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის წამყვანი მსახიობი იყო. სცენაზე პიერ კობახიძემ შექმნა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი გმირების გალერეა.
პიერ კობახიძე ნაყოფიერად მუშაობდა საქართველოს რადიოში — იყო პირველი სპორტული კომენტატორი.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ბადრი კობახიძე (დ. 8 ივნისი, 1926, სოხუმი — გ. 1 სექტემბერი, 1988, თბილისი) – მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments