პიმენ დვალი (1880-1929) – მთამსვლელი. 1929 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დაიგეგმა ექსპედიცია თეთნულდზე. 1924-1926 წლებში ზემო სვანეთის ადგილობრივ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდა. 27 აგვისტოს, ალპინისტთა სამკაციანი ჯგუფი მწვერვალისკენ გავიდა, თუმცა პიმენ დვალი ყინულზე მოსწყდა. მისი ცხედარი მაშველმა ჯგუფმა მალევე იპოვნა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

