კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პლატონ გიგინეიშვილი (1879-1949) – თერაპევტი, საქართველოს დამსახურებული ექიმი, აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე. ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი. დაიბადა სოფელ ჯურუყვეთში (ლანჩხუთის რაიონი). 1905 წელს დაამთავრა ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ცნობილი თერაპევტი. საქართველოს სსრ და აჭარის ასსრ დამსახურებული ექიმი, თერაპიული დახმარების ორგანიზატორი აჭარაში და აჭარის ექიმთა საზოგადოების თავმჯდომარე. მოსახლეობისათვის უფასოდ კითხულობდა განმანათლებელ ლექციებს სანიტარულ-პროფილაქტიკურ საკითხებზე, უფასოდ ღებულობდა ავადმყოფებს აჭარის რაიონებში. დაკრძალულია ბათუმში, ფერიის სასაფლაოზე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments