კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პლატონ კეშელავა (1893-1963) –
მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი.
დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და 1916 წელს შევიდა ყაზანის უნივერსიტეტის ისორია ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1918 წელს საქართველოში დაბრუნდა და მუშაობის პარალელურად სწავლა განაგრძო თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. აქედან მოყოლებული ფართო საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა. არის ჟურნალების „მომავლისა“ და „ხელოვნების“ პასუხისმგებელი მდივანი. მაგრამ მისი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა ყვარელში ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორობა, სადაც დაინიშნა 1943 წელს და უძღვებოდა სიცოცხლის ბოლომდე.
პლატონ კეშელავა 1920 წლიდან იბეჭდებოდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments