კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პლატონ შუშანია (დ. 17 ოქტომბერი, 1894, ქუთაისი — გ. 21 მარტი, 1971, თბილისი)
მეან-გინეკოლოგი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.
ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ხოლო 1924 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1928 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სამეანო-გინეკოლოგიის კათედრაზე და მალე გაემგზავრა გერმანიაში, სადაც მუშაობდა გამოჩენილი მეცნიერის ო. შრედერის კლინიკაში. 1939 წელს დაბრუნდა სამშობლოში და დაინიშნა სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად. აქვე განაგებდა სამეანო-გინეკოლოგიურ კლინიკას, რომელსაც სათავეში ედგა სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე. მომდევნო წლებში მეცნიერი პირველი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი იყო, სამამულო ომის პერიოდში ხელმძღვანელობდა ევაკოჰოსპიტალის ქირურგიულ განყოფილებას. 1944 წლიდან გარდაცვალებამდე საქართველოს გინეკოლოგთა საზოგადოების ტავჯდომარეა, 1967 წელს აირჩიეს ქალის კიბოს წინააღმდეგ მებრძოლ სამედიცინო საზოგადოების მსოფლიო ასოციაციის ეროვნულ პრეზიდენტად, 1969 წელს კი სსრ კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს სამშობიარო დახმარების კომისიის საპატიო წევრად.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments