კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

პოლიკარპე (პოკო) მურღულია (დ. 13 თებერვალი, 1900, ქუთაისი — გ. 25 ოქტომბერი, 1973, თბილისი) –
ქართველი თეატრალური მოღვაწე, რეჟისორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
1921 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ თეატრისადმი სიყვარულმა გადასძლია და რუსთაველის თეატრიდან არსებული სტუდიის დამთავრების შემდეგ აქვე დაიწყო მოღვაწეობა. რუსთაველის თეატრიდან კოტე მარჯანიშვილის წასვლის შემდეგ იგი თან გაყვა თავის მასწავლებელს ქუთაისში და მხარში ედგა ახალი თეატრის ჩამოყალიბების საქმეში.
კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ პოკო მურღულია წავიდა თეატრიდან და „სახკინმრეწვში“ დაიწყო მუშაობა. ახალგაზრდა მსახიობი მთავარ როლებს ასრულებდა ფილმებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთნ ერთად დაკრძალულია მისი მეუღლე – მალიკო მრევლიშვილი (დ. 31 დეკემბერი, 1900, ონი — გ. 3 იანვარი, 1984, თბილისი) — თეატრალური მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებელი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments