კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ქეთევან მაღალაშვილი (დ. 7 აპრილი, 1894, ქუთაისი — გ. 30 მაისი, 1973, თბილისი) –
ფერმწერი-პორტრეტისტი, საქართველოს სახალხო მხატვარი.
1911 წელს შევიდა სახვითი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების სკოლაში. 1915 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის ფერწერის, ძრწვისა და ხუროთმოძღვრების სკოლაში. აქ მისი ხელმძღვანელები იყვნენ ცნობილი მხატვრები და პედაგოგები კ. კოროვინი და ნ. კასატკინი. 1917 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მუშაობა დაიწყო ბიბლიოთეკარად. 1923 წელს საქართველოს განათლების კომისარიატს გაგზავნილი ყავა საფრანგეთში მხატვრული ხელოვნების დასახვეწად.  1926 წელს ქეთევენ მაღალაშვილი სამშობლოს დაუბრუნდა შემდგარ ოსტატად. იგი მუშაობას იწყებს ხელოვნების მუზეუმში, სადაც დიდი სერიოზულობითა და მაღალი პროფესიონალიზმით იღებს საქართველოს სხვადასხვა ტაძრებში ძველი ქართული ფრესკების და მოზაიკების პირებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments