კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ქრისტეფორე ნინიაშვილი (1921-2014) – ცნობილი ფალავანი, მწვრთნელი და სპორტის მოღვაწე, სამბოს და ძიუდოს ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში. სსრკ ორგზის ჩემპიონი სამბოში (1948, 49). საქართველოს სამბისტთა ნაკრების უფროსი მწვრთნელი (1950-72), საქართველოს და სსრკ დამსახურებული მწვრთნელი, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი, ღირსების ორდენის კავალერი, ავტორი წიგნისა “ქართული ჭიდაობა” (1997). დაკრძალულია სოფელ დიღმის სასაფლაოზე. ფოტოები აღებულია ბატონი დონი ფანჩულიძის გვერდიდან, რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments