კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

ქსენია ბახტაძე (1899-1978) – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სოციალისტური შრომის გმირი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი მემცენარეობის განხრით 1922 წელს.
1921-1926წწ. მუშაობდა თბილისის ბოტანიკურ ბაღში, ყარაიაზის(გარდაბნის რაიონი) და განჯის საცდელ სადგურებში. 1927 წლიდან მუშაობდა ჩაქვის საცდელ სადგურში(ამჟამად ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), სადაც ხელმძღვანელობდა ჩაის სელექციისა და მეთესლეობის განყოფილებას. მის მიერ გამოყვანილი ჩაის 19 ჯიშიდან აღსანიშნავია “ქართული სელექციური ჩაი №1”, “ქართული სელექციური ჩაი №2”, და “სელექციური №8”, “ზამთრის გმირი”. ქ. ბახტაძისეული ჯიშებს მაღალი საგემოვნო თვისებები აქვს და ამავე დროს უხვმოსავლიანია. დაკრძალულია დაბა ჩაქვის სასაფლაოზე.
     
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments