კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ქუჩიშვილი (ჩხეიძე) (დ. 17 (30) ოქტომბერი, 1886, თელავი, ვარდისუბნის თემი, სოფელი მერე — გ. 20 იანვარი, 1947, თბილისი)
საბავშვო მწერალი.
1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“. სწორედ ამ ჟურნალში გიორგი ქუჩიშვილი ბეჭდავს თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო პირველ ლექსს. ამ დროიდან გამოდის იგი ფართო შემოქმედებით გზაზე. 1914 წელს ზედიზედ იბეჭდება მისი ორი წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ უფრო აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს ქუჩიშვილი კვლავ დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ახერხებს გთავისუფლებას. 1946 წელს, 25 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა გ. ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი ავადმყოფობის გამო არ დასწრებია საღამოს, ლოგინად ჩავარდნილი რადიოთი ისმენდა გულთბილ სიტყვებს და მილოცვებს.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მასთან ერთად დაკრძალულია ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე (1917-1981) – საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორ თემურ ჩხეიძის მამა.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments