რაფაელ ჩიმიშკიანი (დ. 23 მარტი 1929, თბილისი — გ. 25 სექტემბერი, 2022)
ძალოსანი (50, 60 კგ). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1955) და ორგზის მეორე პრიზიორი (1950, 1953), ევროპის ექვსგზის ჩემპიონი (1950, 1951, 1954–1957) და მეორე პრიზიორი (1953), მსოფლიო უნივერსიადების ჩემპიონი (1951). საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონი (1949, 1951, 1954, 1955, 1960 — პირად შეჯიბრებაში, 1948–1952 — გუნდურ ჩათვლაში). ხუთგზის მეორე (1950, 1952, 1953, 1957, 1958) და მესამე (1956) პრიზიორი, საბჭოთა კავშირის ხალხთა I სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1956). საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საპატიო ნიშნის ორდენის (1957), ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
დაკრძალულია თბილისში.
საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან: Weightlifting & Me

