კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რაფიელ დვალი (დ. 22 მარტი, 1909 — გ. 8 სექტემბერი, 1985)
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955), ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1961). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1958-72). იყო ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
1931 წელს დამთავრდა ამიერკავკასიის ენერგეტიკის ინსტიტუტის მექანიკური ფაკულტეტი. იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების, ტრაქტორებისა და ავტოტრაქტორების ძრავების კათედრის დამაარსებელი და გამგე, ამავე ინსტიტუტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და მისი დირექტორი. 1994 წლიდან ინსტიტუტი რაფიელ დვალის სახელობისაა. მისი შრომები ეხება ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიის, მანქანათა დინამიკის და სხვა საკითხებს. ავტორია ავტომობილისა და ტრაქტორის თეორიის ქართული სახელმძღვანელოების. მუშაობდა მობილური მანქანების დინამიკის საკითხებზე. მონოგრაფიისთვის „ტრაქტორის თეორია“ (1970) მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1973).
იყო საქართველოს სსრ VII და VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1963-71), გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1971) და დრეზდენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1972). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში.
 
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments