კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რაჟდენ გვეტაძე (დ. 29 ივლისი, 1897, ციხია, ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 1 დეკემბერი, 1952, თბილისი) —

მწერალი, მთარგმნელი.
1913 წელს გამოქვეყნდა მისი ლექსები, ხოლო 1915 წელს პირველი წიგნი „მთვარის ზღაპარი“. ამ პერიოდში იგი უახლოვდება „ცისფერ ყანწელებს“, რაც აისახა კიდეც მის იმდროინდელ კრებულებში. 1929 წელს გამოვიდა მისი პირველი დიდი რომანი „თეო“. ამას მოჰყვა „ჭიაკოკონა“, ხოლო 1935 წელს ერთ სიუჟეტურ ქარგაზე აგებული ნოველების კრებული „ლაშაური საღამოები“, რომელიც ახალი ეტაპია მის შემოქმედებაში. რ. გვეტაძე ნაყოფიერ მთარგმნელობით მოღვაწეობას ეწეოდა. მან გაამდიდრა ქართული მწერლობა მსოფლიო მნიშვნელობის ისეთი ძეგლებით, როგორიცაა ძველინდური ეპოსი „რამაიანა“, ფრანგული ეპოსი „სიმღერა როლანდზე“. მანვე თარგმნა აგრეთვე ნეკრასოვის, ფრანკოს, და სხვა რუსი, უკრაინელი, სომეხი, ბელორუსი მწერლების ნაწარმოებები. 1935-1950 წლებში სათავეში ედგა გამომცემლობა „ფედერაციას“ (შემდგომში „საბჭოთა მწერალი“).
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments