კარგ ქართველთა საფლავები

ვცადე, თავი მომეყარა, მთელ მსოფლიოში გაფანტული ცნობილი ქართველების საფლავებისათვის

რამაზ პატარიძე (დ. 6 ნოემბერი, 1927, თბილისი — გ. 1 ნოემბერი, 2020) – ენათმეცნიერი, მკვლევარი. დამწერლობათმცოდნე, ანბანთმცოდნე. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში. 64 წლის განმავლობაში იკვლევდა ქართული ანბანის საკითხებს. 1980 წელს სა­ბავ­შვო გა­მომ­ცე­ლო­ბა „ნა­კა­დულ­მა“ გა­მოს­ცა მისი წიგნი „ქართული ასომთავრული“. გაშიფრა „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგი და აღმოაჩინა, რომ კაცობრიობის ისტორიაში შოთა რუსთაველი არის პირველი ადამიანი, რომელმაც „ვეფხისტყაოსანში“ წარმოგვიდგინა პლანეტების ჰელიოცენტრული სისტემა. მთელი შეგნებული სიცოცხლე ქართული დამწერლობის ისტორიის კვლევას მიუძღვნა და საბოლოოდ დაამტკიცა სომხური წერილობითი წყაროების სიცრუე. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის პანთეონში.
Subscribe
Notify of
guest

0 Comments
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments