რამაზ სანებლიძე (1949-2025) – მორაგბე, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. გასული საუკუნის 60-70-იან წლებში ‘ივერიასა’ და ‘ლოკომოტივის’ ღირსებას იცავდა. „რკინიგზელთა“ რიგებში 1972 წელს სანებლიძე სსრკ-ს ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. 70-იანი წლების შუა პერიოდში რამაზ სანებლიძე სსრკ ნაკრების შემადგენლობაშიც გამოდიოდა, შემდგომში კი სსრკ-ს ახალგაზრდულ ნაკრებს ხელმძღვანელობდა. დაკრძალულია თბილისში,ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ქალბატონი ნათელა ხარაზის გვერდიდან.

